სოფელ ოზურგეთში კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყეს
ავტორი: გურიის მოამბე
სოფელ ოზურგეთში კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყეს

მიმდინარეობს სოფელ ოზურგეთის კულტურის სახლის რეაბილიტაცია.
პროექტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრებით ახორციელებს.

სამუშაოებს შპს „პარმაღი“ ასრულებს.
პროექტით გათვალისწინებულია: შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის სრული რეკონსტრუქცია, საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაცია, სცენის, ანტრესოლისა და ვერანდის კეთილმოწყობა, ლიფტისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი, წყლისა და კანალიზაციის ქსელის, გათბობისა და კონდენცირების, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობა და სხვა სამუშაოები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 მილიონ 268 739 ლარს შეადგენს.

პროექტის მიმდინარეობას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აკაკი შენგელია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე გაეცნენ.

'.$TEXT['print'].'