დაიწყო თუ არა პრორუსულმა ძალებმა საქართველოში ღია თამაში?
ავტორი: გურიის მოამბე
დაიწყო თუ არა პრორუსულმა ძალებმა საქართველოში ღია თამაში?

"დაიწყო თუ არა პრორუსულმა ძალებმა საქართველოში ღია თამაში? რას ნიშნავდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის და დეპუტატის ირმა ინაშვილი მისვლა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „Now What?“ და რისი დესმონსტრირება სურდა პარლამენტის ვიცე-სპიკერს? ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ დასავლეთმა დაიწყო ფიქრი, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ღირსია, რასაც თავის მხრივ რუსეთის აქტიურობა მოჰყვა. მათი აზრით, ინაშვილის ასეთი ღია დაპირსპირება კონფერენციაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები და აშშ-ის გავლენიანი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ იმის ნიშანია, რომ პრორუსული ძალები ქვეყანაში კიდევ უფრო აქტიურ მოქმდებებს დაიწყებენ. მათ ამის საშუალებას ხელისუფლება აძლევს, ეს კი ქვეყნის იმიჯს სერიოზულად დააზიანებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“

"საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ირმა ინაშვილიი კონფერენციაზე მივარდნა პირდაპირ იმის ნიშანია, რომ პრორუსული ძალები მოქმედებას უკვე ღიად იწყებენ. ბატიაშვილი ამბობს, რომ ინაშვილი რუსეთის სახეს კარგად წარმოადგენს და იმას მიანიშნებს, რომ რუსეთი უკვე ძალიან არის გაღიზიანებული და ეს პოლიტიკური პარტია პირდაპირ დავალებების შესრულებაზე გადავიდა. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ კონფერენციაზე სწორედ რუსეთის საკითხის განხილვა მიმდინარეობდა, სადაც ინაშვილი მივარდა და დებოშის მოწყობა გადაწყვიტა. „პატრიოტთა ალიანსის“ საქციელი ძალიან დაბალი დონის ჩვენებაა. სამწუხარო ის კი არ არის, რომ ირმა ინაშვილი მსგავს საქციელს სჩადის, სამწუხაროა ისაა, რომ ჩვენი მოქალაქეები მათ საკუთარი ჯიბეებიდან ხელფასს ვუხდით. „დასავლეთში, როგორც ჩანს, მომწიფდა მოსაზრება, რომ საქართველო ნატოს წევრობას იმსახურებს. ეს გაღიზიანება, რაც ინაშვილისგან ვიხილეთ, რუსეთის პასუხია დასავლეთის მზაობაზე. „რუსეთი უკვე ღიად იწყებს თამაშს. ადრე თუ ეს პოლიტიკური ძალა ცდილობდა, რომ რუსეთთან ასე აშკარად აფილირებული არ ყოფილიყო, ახლა ხომ ვნახეთ, რომ პირდაპირ კონფერენციებზე შევარდნა დაიწყეს. ყველაფერს შეიძლება ველოდოთ. „რა თქმა უნდა, როგორც კი დაინახავენ, რომ დასავლეთი რაღაც ნაბიჯების გადადგმას აპირებს ნატოში გაწევრიანების კუთხით, პრორუსული ძალები კიდევ უფრო გააქტიურდებიან“, - აცხადებს ბატიაშვილი „რეზონანსთან“

'.$TEXT['print'].'