"ჩემს ქვეყანაში ამის გამო ციხეში მოხვდებოდა” -მეთიუ ბრაიზა ირმა ინაშვილის შესახებ
ავტორი: გურიის მოამბე
"ჩემს ქვეყანაში ამის გამო ციხეში მოხვდებოდა” -მეთიუ ბრაიზა ირმა ინაშვილის შესახებ

ამერიკელმა დიპლომატ  მეთიუ ბრაიზას განცხადება ირმა ინაშვილის შესახებ:

„ეს არის არაჩვეულებრივი იდეა, რომელიც გაამართლებს ევროპელი პარტნიორების მიერ საქართველოს „ნატო“-ში გაწევრიანების დამუხრუჭებას. სწორედ ეს იყო 2008 წელს ბუქარესტის სამიტის მონაწილეების არგუმენტი, რომ ვერ მიიღებდნენ ალიანსში ქვეყანას, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები აქვს, რადგან ეს რუსეთთან კონფლიქტს გამოიწვევდა. ეს იმის ფონზე, როდესაც დასავლეთ გერმანია, მაშინ გახდა „ნატო“-ს წევრი, როდესაც მის აღმოსავლეთ ნაწილში საბჭოთა ჯარი იდგა. რასმუსენის ინიციატივა ამ ბარიერებს აბათილებს. სწორედ ამ არგუმენტებზე ვმსჯელობდით, როდესაც „პატრიოტთა ალიანსი“-ს წევრები შემოიჭრნენ. ფაქტობრივად ისინი იმ დროს მოვიდნენ, როდესაც რუსეთზე დისკუსიას ვიწყებდით. ვფიქრობ, ეს ფაქტები ერთმანეთთან კავშირშია. მათ სიგნალი ამით სხვებს მისცეს. საოცარია როგორ იქცეოდნენ… ამ ქალმა (ირმა ინაშვილმა) ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ევგენიძეს. ჩემს ქვეყანაში ამის გამო ციხეში მოხვდებოდა. ის მას ფხაჭნიდა. ამის გამო ბოდიში თავად უნდა მოიხადოს. ეს პიროვნება (ირმა ინაშვილი) გვიჩვენებს რუსეთის გეგმის ყველაზე უარეს მხარეს და ცხად ნიშნებს. ეს გეგმაა ჩაშლა: ჩაშალო პოლიტიკა, ჩვენი კონფერენცია, გაანადგურო საქართველო: აქ შემოჭრით და ოკუპაციით, გაანადგურო უკრაინა შეჭრით და ოკუპაციით, რათა რუსეთმა მოიპოვოს კონტროლი და არ დაკარგოს ეს ქვეყნები „ნატო“-სთან. ეს იმდენად ცხადია, სასაცილოა.“ – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

paqtebi.ge

'.$TEXT['print'].'