"სოლოლაკს სევდით დაჰყურებს ანძა, ალბათ კაი ხანს ვიქნებით ბანძად"-პოლიტიკური მიმოხილვა ლექსად
ავტორი: გურიის მოამბე
"სოლოლაკს სევდით დაჰყურებს ანძა, ალბათ კაი ხანს ვიქნებით ბანძად"-პოლიტიკური მიმოხილვა ლექსად

სექტემბრის მოკლე პოლიტმიმოხილვა- ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს იუმორისტულ ლექსს უძღვნის: 
----------------------

ჩორჩანის ტყეში ჭყავა ტურაი,
ვერას გიშველით აპატურაი;
ფქვილი ჩვენ გვაქვს და თქვენია ქატო,
ელოდეთ, სანამ მოაღწევს "ნატო".
აქეთ კრამერი გაიგდო ირმამ,
ერი კი მოთქვამს: - რა უქნა ვირმა,
შეურაცხყოო ქართველი ქალი,
პატრიოტების იმედი, თვალი.
სანამ ბოლომდე არ აღგვადგენენ,
დარუბანდამდე და ნიკოფსიით,
მანამ გავიტანთ როგორმე ჩვენ თავს,
ერგნეთთან ბაზრით, ენგურს შმიბზიით.
კოკა და შალვა ქოქავენ ბოტებს,
იქეთ ძალიან გამწარდა კოტე:
- მოდი და ახლა ყლეებს უხსენი,
როგორ გვიშველის ჩვენ რასმუსენი -.
ოპოზიციის აბრუნდა ჩარხი,
მართლა გაიხსნა "მთავარი არხი".
აგერ სამი თვე გადის ქირქილით,
უსირცხვილოებს არცხვენს "სირცხვილი".
ემზარს დაუხვდნენ ქუჩაში ცხვრები,
შავი ჯიპებით გარბოდნენ სხვები;
სოლოლაკს სევდით დაჰყურებს ანძა,
ალბათ კაი ხანს ვიქნებით ბანძად ...

'.$TEXT['print'].'