"ოცნებაში" აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს "გაუჩალიჩეს"
ავტორი: გურიის მოამბე
"ოცნებაში" აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს "გაუჩალიჩეს"

სალომე ზურაბიშვილის სკანდალური შეწყალებები - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პრეზიდენტს "გაუჩალიჩეს" და ვინ იყო ეს პირი აუცილებლად განმარტება უნდა გაკეთდეს. ამის შესახებ, უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა ისაუბრა.

"არსებობს კითხვები და ჩემი აზრით, თუ ეს ქალბატონ სალომეს ვიღაცამ მოუწყო და „გაუჩალიჩა“, მაშინ მან უნდა გააკეთოს განმარტება, ვინ იყო ეს პირი ან უნდა გაკეთდეს განმარტებები, რას ეფუძნებოდა ეს შეწყალებები. ეს საკითხი მთლიანად ნეგატიურია, ერთადერთი პოზიტივი ის აქვს, რომ ყველა ერთად, ოპოზიციაც და პოზიციაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც მზადყოფნას გამოხატავენ, რომ დავიწყოთ საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობა, რომ პრეზიდენტების ხასიათზე არ ვიყოთ დამოკიდებული. მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს „გაუჩალიჩეს" - აღნიშნა ზარდიაშვილმა.

'.$TEXT['print'].'