გახარია: არჩევნებისთვის დღესაც ვემზადები, გუშინაც ვემზადებოდი და ხვალაც მოვემზადები
ავტორი: გურიის მოამბე
გახარია: არჩევნებისთვის დღესაც ვემზადები, გუშინაც ვემზადებოდი და ხვალაც მოვემზადები

პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვაზე ვანო ზარდიაშვილის პარლამენტიდან წასვლა ნიშნავდა თუ არა 2020 წლის არჩევნებისთვის მზადებას და "ქართულ ოცნებაში" ე.წ წმენდას უპასუხა.

გახარიას თქმით, არჩევნებისთვის მზადება მისი პრინციპია.

"როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ შემდეგი არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას. ეს არის ჩემი პრინციპი და ამ პრინციპით ვმუშაობთ და ამ პრინციპით გავაგრძელებთ მუშაობას. ჩათვალეთ, რომ არჩევნებისთვის დღესაც ვემზადებოდი და ხვალაც მოვემზადებით" - აღნიშნა პრემიერმა.

'.$TEXT['print'].'