"ხელისუფლებისთვის, რომლისთვისაც ბედუკაძე გმირია, გავრილოვი მეგობარი, მაკო გომური "დაზარალებული" ვერ იქნება"
ავტორი: გურიის მოამბე
"ხელისუფლებისთვის, რომლისთვისაც ბედუკაძე გმირია, გავრილოვი მეგობარი, მაკო გომური "დაზარალებული" ვერ იქნება"

"ლოგიკურია: ხელისუფლებისთვის, რომლისთვისაც ბედუკაძე გმირია, გავრილოვი მეგობარი, ხოლო პოლიციელის მკვლელი - შეწყალების ღირსი, ანტისაოკუპაციო მიტინგზე თვალდათხრილი მაკო გომური "დაზარალებული" ვერ იქნება"-ასე გამოეხმაურა ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, ზაზა ბიბილაშვილი საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველი სცნო,  ვიდრე აქციის მონაწილე.

ინფორმაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” მთავარ საგამოძიებო უწყებაზე დაყრდნობით გაავრცელა.

საია-ს ცნობით, პროკურატურამ 67 სამართალდამცველი და აქციის 4 მონაწილე სცნო დაზარალებულად.

აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭა მაკო გომურს, რომელმაც ე.წ. გავრილოვის ღამეს გავითარებული მოვლენების დროს თვალი დაკარგა.

დაზარალებულად არ ითვლება არც გიორგი სულაშვილი, რომელმაც ასევე თვალი დაკარგა. 

'.$TEXT['print'].'