შეცდომას შეცდომებზე მეც კი აღარ ვუშვებ, იქნებ თქვენც მოახერხოთ- მაკო გომური შალვა თადუმაძეს
ავტორი: გურიის მოამბე
შეცდომას შეცდომებზე მეც კი აღარ ვუშვებ, იქნებ თქვენც მოახერხოთ- მაკო გომური შალვა თადუმაძეს

მაკო გომური, გოგო, რომელმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგა, მის მიმართ დაზარალებულის სტატუსის არმინიჭებას ეხმაურება. იგი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ სტატუსისთის საკმარისი არ აღმოჩნდა, ვიდეო, სადაც ჩანს რომ ხვდება ტყვია, ვიდეო, სადაც ის სასწრაფოს მანქანაშია, სამედიცინო ცნობა და ექსპერტიზის დასკვნა.

"ეს ყველაფერი არ ყოფილა საკმარისი, როგორც ამბობს შალვა [თადუმაძე]. ჩვენ გვჭირდება ვიპოვოთ 7 მილიარდი სპეცრაზმელიდან ის ერთი, რომელმაც არაფრის გამო მესროლა, ანუ ვეძებთ ნემსს თივის ზვინში (თუმცა ისეთი მონდომებით რომ იძიებდნენ ჩვენს საქმეს, როგორც დაზარალებული პოლიციელების, არც ესაა შეუძლებელი), ან შეიძლება ნემსს ნემსის ზვინში, არ აქვს მნიშვნელობა. მე ვიცი, რა მოხდა რეალურად, ასიათასობით ადამიანმა იცის და თქვენ ჩვენზე უკეთესად იცით. შეცდომას შეცდომებზე მეც კი აღარ ვუშვებ, გამოვედი მაგ ასაკიდან, იქნებ თქვენც რამენაირად მოახერხოთ".-წერს გომური.

'.$TEXT['print'].'