ოზურგეთში ეკატერინე ახალაძის პოეზიის საღამო გაიმართა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში ეკატერინე ახალაძის პოეზიის საღამო გაიმართა

ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ახალგაზრდა პოეტის, ეკატერინე ახალაძის პოეზიის საღამო გაიმართა.

ეკატერინე ახალაძე გერმანიაში მოღვაწეობს და არის ავტორი კრებულისა „ჩემი სულის ქვაფენილზე.“

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში მისი პოეზიის თაყვანისმცემლები და მეგობრები შეიკრიბნენ, ავტორის ლექსები წაიკითხეს და საზოგადოებას საკუთარი ემოციები გაუზიარეს.

ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის - განათლებისა და გენდერის განყოფილების მხარდაჭერით ჩატარდა.

'.$TEXT['print'].'