NATO არ განიხილავს ალიანსში საქართველოს მიღებას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე
ავტორი: გურიის მოამბე
NATO არ განიხილავს ალიანსში საქართველოს მიღებას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე

საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის როზარია პუგლისის თქმით, ალიანსი არ განიხილავს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე ნატოში საქართველოს მიღების საკითხს.

 

მისი თქმით. ეს ოკუპირებული რეგიონები საქართველოს შემადგენლობაში შედის და ამ ტერიტორიებზე მე-5 მუხლის შეჩერების საკითხი არ განიხილება, ხოლო ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ ამ რეგიონებთან ერთად იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნატოს მე-5 მუხლის (კოლექტიური თავდაცვა: თავდასხმა ერთ წევრზე ნიშნავს ალიანსზე შეტევას) შეჩერებისა და ამის შემდეგ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების შესახებ წინადადება ნატოს ყოფილ გენმდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს ეკუთვნის.

'.$TEXT['print'].'