მოქალაქემ ოზურგეთის სასამართლო სხდომაზე თვითმკვლელობა სცადა
ავტორი: გურიის მოამბე
მოქალაქემ ოზურგეთის სასამართლო სხდომაზე თვითმკვლელობა სცადა

დღეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სხდომაზე (მოსამართლე მარინა კიკნაძე) ,მოქალაქემ, რომელიც, მისივე განცხადებით, თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდა და დაკარგული მისი ქონების დაბრუნებას ითხოვს, თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც გაირკვა რომ სასამართლოს მეშვეობით მეორე მხარე მის დადანაშაულებას და მასზე საჯარიმო სანქციების დაწესებას ცდილობს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მცხოვრებმა ზ. ა-ძემ თვიმკვლელობა სასამართლოს სხდომაზე სცადა, ის დარიშხანის მიღებას ცდილობდა რაც მანდატურმა აღკვეთა, თუმცა სასამართლო სხდომა შეწყდა და განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ მიმდინარე წლის 22 ნოემბრისთვის გადადო.

"მიპირისპირდება ადგილობრივი მაფია პროკურორების მამუკა ნადირაძისა და პეტრე სალუქვაძის ხელმძღვანელობით, რომლებიც ასრულებენ ადგილობრივ მაღალჩინოსანთა დავალებებს, წამართვეს მიწის ნაკვეთი, 2012 წლიდან ვიბრძვი და ახლა პირიქით, ჩემი დაკავება და ციხეში გაგზავნა აქვთ გადაწყვეტილი. ვიბრძოლებ ბოლომდე, ვიცი რომ არაფერი გამოვა, ამ ქვეყანაზე, სამართალს ვერ მივაღწევ დღეს, მაგრამ უკან ერთი ნაბიჯითაც არ დავიხევ. არ შევარჩენ ამ მაფიოზებს ჩემთვის ქონების წართმევას"- უთხრა "გურიის მოამბეს"  მოქალქემ, სასამართლოს შენობის დატოვებისას.

'.$TEXT['print'].'