"სანამ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და შეურაცხყოფა არ მოგვბეზრდება, არ გვეშველება“ - პეტრე კოლხი
ავტორი: გურიის მოამბე
"სანამ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და შეურაცხყოფა არ მოგვბეზრდება, არ გვეშველება“ - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს ავრცელებს: 

„სანამ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და შეურაცხყოფა არ მოგვბეზრდება, არც ქვეყანას, არც ეკლესიას და მით უფრო ჩვენ არ გვეშველება. როგორი შეუგნებელი და უტიფარი უნდა იყო, ადამიანს არ იცნობდე და ზედ უვლიდე, მიწასთან ასწორებდე.

მესმის მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი, მაგრამ აგრესიის გამოვლენა და ასე აშკარად ყველასთან დაპირისპირება, მხოლოდ ფსიქიკური აშლილობის ბრალია.

ყველაზე მტკივნეული კი მათგან არის, ვინც სხვას სულიერ ცხოვრებას უწუნებს და თავად მთელი მისი ე.წ. ეკლესიური ცხოვრების მიუხედავად, უკანასკნელი ადამიანივით იქცევა.

ზოგადად, მდაბიოთა ენაა სხვებზე ჭორაობა და ქილიკი.ყველაზე მძიმედ ის განისჯება, ვინც ცილს სწამებს და დეზინფორმაციას ავრცელებს. ასეთი უსაქმურების გასაგონად თქვა კონსტანტინე გამსახურდიამ, „ის ქვა და ტალახი, რომელიც ჩემი მისამართით იყო წამოსული, მხოლოდ იმ ტაძრის ასაგებად გამოვიყენე, რომლის საძირკველი არასდროს დაჰკარებია მიწას"!", - წერს პეტრე კოლხი ფეისბუქზე.

'.$TEXT['print'].'