ნინო ჯანგირაშვილი: "გახარია სად ხარ შემძვრალი? შენს პოლიციელებს ეჭიდავებიან"
ავტორი: გურიის მოამბე
ნინო ჯანგირაშვილი: "გახარია სად ხარ შემძვრალი? შენს პოლიციელებს ეჭიდავებიან"

ცნობილი ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი კინოთეატრ "ამირანთან" განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და საკუთარ ვფეისბუკ გვერდზე წერს:

"ქოცებო, სად ხართ, რატომ არ ხართ ახლა აღშფოთებულები პოლიციას როგორ უბედავენო ჭიდაობას? გახარია სად ხარ შემძვრალი? შენს პოლიციელებს ეჭიდავებიან წინასწარ დაგეგმილად “მასობრივი არეულობის ორგანიზატორი ძალადობრივი ჯგუფები.“ თუ მათთვის შეიძლება? ააა, ხოო, დამავიწყდა. ნიკა მელია და მაკო გომური იყვნენ საშიშები თორემ ვასაძის ჯოგი ხომ თქვენიანია" წერს ჟურნალისტი."

თბილისში პირველი LGBT ფილმის „AND THEN WE DANCED“-ის პრემიერა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე შედგა. 

რეჟისორ ლევან აკინის ფილმი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ აღმოაჩენს ტრადიციული ქართველი მოცეკვავე ბიჭი თავის თავში მამაკაცისადმი ლტოლვას.

ქართულ-შვედური ფილმის რეჟისორის მიერ მრავალ ჟურნალ-გაზეთთან მიცემულ ინტერვიუში გაცხადებულია, რომ მას სურდა ეჩვენებინა კონსერვატიულ საზოგადოებაში ჰომოსექსუალიზმის გამოწვევები და მათი მოგვარების გზები, ახალი თაობის დამოკიდებულება და მათი როლი ხელოვნებასა და ტრადიციულ მიდგომებში.

ფილმმა უკვე მოიპოვა რამდენიმე ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, კანის,ლონდონის და სარაევოს კინოფესტივალზე.

მიუხედავად დიდი აღიარებისა და წარმატებისა, კინოჩვენებამ თბილისში გამოიწვია ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და კონსერვატიული ჯგუფების მხრიდან.

ბატონმა აქინმა უკვე დაგმო ნაციონალისტური ჯგუფები, რომლებიც ხალხს მოუწოდებენ, ებრძოლონ საქართველოში „ბნელ ძალებს", რაშიც სექსუალურ უმცირესობებს გულისხმობენ.

ქართველმა ლგბტქ უფლებების ჯგუფმა, თანასწორობის მოძრაობამ, პოლიციას სთხოვა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოეხდინათ.საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამაც გააკრიტიკა ფილმის პრემიერა, რომლის ეკრანიზაციასაც უწოდა "თავდასხმა სარწმუნოებაზე".

დაფიქსირდა აგრეთვე ფილმის დამსწრეებზე თავდასხმის შემთხვევა, რა დროსაც ერთ-ერთ სამოქალაქო აქტივისტს მძიმე ჭრილობები მიაყენეს თავის არეში.

თბილისის მსგავსად, დაძაბულობაა ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“. კინოთეატრთან შეკრებილი ადამიანები ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ“ ჩვენების შეწყვეტას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა კინოთეატრის მიმართულებით კვერცხები ისროლეს.

'.$TEXT['print'].'