ზურაბიშვილი: "...ამიტომ როცა მოვა 2020-ის შემოდგომა..."
ავტორი: გურიის მოამბე
ზურაბიშვილი: "...ამიტომ როცა მოვა 2020-ის შემოდგომა..."

თბილისში პირველი LGBT ფილმის „AND THEN WE DANCED“-ის პრემიერა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე შედგა.

მომხდარს "რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუკ გევრდზე ეხმაურება და წერს:

"ამენ გეტყვით მე თქვენ: თუ სერიოზულად (და არა ისე, ყასიდად და სიტყვის მასალად) გსურთ გაუშვათ ლევანვასაძეები, სანდრობრეგაძეები, დიმიტრილორთქიფანიძეები, მარში, ფარში, კორკოტები ი პროჩეე ი პროჩეე ირმაინაშვილების და თვით დავითთარხანმოურავების ჩათვლით პოლიტიკურ მოუსავლეთში, იმავე პოლიტიკურ მოუსავლეთში უპირველეს ყოვლისა უნდა გაუშვათ ბიძინა ივანიშვილი. სანამ იქნება ბიძინა ხელისუფლება-ძალაუფლებაში ფორმალურად თუ არაფორმალურად, იქნებიან ესენიც; არ იქნება ბიძინა, ესენიც არ იქნებიან და ოხანაშვილ-მათიკაშვილებიც გაყვებიან გვერდითი ეფექტის ამბავში.

ამიტომ როცა მოვა 2020-ის შემოდგომა, იქ არჩევანი მიშას და ბიძინას შორის კი არ იქნება, არამედ ამ საძონძეთ-საბანძეთსა და მრავალპარტიულობა-კოალიციურობას შორის" წერს ზურაბიშვილი.

'.$TEXT['print'].'