"ძალიან მძიმეა და შავ ლაქად დააჩნდება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს" - ბათუ ქუთელია დიპლომატიურ სკანდალზე
ავტორი: გურიის მოამბე
"ძალიან მძიმეა და შავ ლაქად დააჩნდება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს" - ბათუ ქუთელია დიპლომატიურ სკანდალზე

"ქართული ოცნების" მორიგი დიპლომატიური სკანდალი - "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია აღნიშნულს მწვავედ აფასებს.

მისი თქმით, საქართველოს ეს სკანდალი შავ ლაქად დააჩნდება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს.

"ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისი რაც ყველამ კარგად ვიცოდით, რომ საქართველოს ერთპიროვნულმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა ასეთი უარყოფითი ნოტები გაუგზავნა ჩვენს პარტნიორებს, რომ ელჩის კანდიდატად განსახილველი პიროვნება არ იყო მისაღები საქართველოსთვის. ფაქტი ძალიან მძიმე და რა თქმა უნდა, შავ ლაქად დააჩნდება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს მაგრამ, იმედია მომავალში ჩვენ შევძლებთ, ამის გამოსწორებას და რეალურად საქართველოს დაბრუნებას იმ ტრაექტორიაზე რაზეც ჩვენ ვვითარდებოდით დასავლური ევროატლანტიკური დემოკრატია" - აღნიშნა ქუთელიამ.

'.$TEXT['print'].'