ისიც უნდა იცოდნენ, გოგოს რა უნდა დააჭერინონ და ბიჭს რა — კობახიძე აქტივისტების ბანერებზე
ავტორი: გურიის მოამბე
ისიც უნდა იცოდნენ, გოგოს რა უნდა დააჭერინონ და ბიჭს რა — კობახიძე აქტივისტების ბანერებზე

ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში განუცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა ბავშვებს იფარებს და მისი წევრები მასთან მისვლას ვერ ბედავენ". ირაკლი კობახიძეს რეგიონალურ საპარლამენტო კონფერენციაზე მისვლისას აქტივისტები ხმაურითა და შეძახილებით დახვდნენ:

"რამდენიმე ბავშვი იყო შეკრებილი. ვერაფერს ვეტყვით მათ, საყვედურიც არ შემიძლია. საყვედური უნდა ვუთხრათ ნაცმოძრაობას, რომელიც ბავშვებს იფარებს. ისინი არიან კაცები და ქალები და მოვიდნენ და რაც უნდათ თქვან. იმიტომ ვერ მოდიან, რომ იციან რა პასუხსაც მიიღებენ ჩემგან, მძიმე და საკადრის პასუხს. ისიც უნდა იცოდნენ, გოგოს რა უნდა დააჭერინონ და ბიჭს რა უნდა დააჭერინონ ხელში, ტრანსფარანტები მაქვს მხედველობაში".

'.$TEXT['print'].'