საქართველოს ჯანდაცვის სექტორს საერთაშორისო კომპანიები უკვე ოფიციალურად ტოვებენ
ავტორი: გურიის მოამბე
საქართველოს ჯანდაცვის სექტორს საერთაშორისო კომპანიები უკვე ოფიციალურად ტოვებენ

„საქართველოს გულის რიტმის“ ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი პაპიაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი„ უცვლელად გთავაზობთ:  „აი #520 დადგენილების შედეგი. ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი და ავტორიტეტული კომპანია Abbott გვაფრთხილებს, რომ შეიძლება ბაზრის დატოვება მოუწიოს. ეს წერილი მივიღეთ საქართველოს გულის რიტმის ასოციაციამ, რასაც ვასაჯაროვებ მათი თანხმობით. წერილს თან ერთვის დეფიბრილატორის შესყიდვის ინვოისი.

 

 

 

ბატონო გიორგი,საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის წინაშე შეშფოთებას გამოვხატავთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ N520 დადგენილების ძალაში შესვლის გამო

ასევე გვსურს გავაქარწყლოთ ის ეჭვები, რომლებიც რამოდენიმე კლინიკაში გაჟღერდა:თითქოს ჩვენ, როგორც კომპანია Abbott-ის (SJM is now Abbott) ოფიციალური წარმომადგენლობა საოცარ მოგებას ვნახულობთ, სიცოცხლის შემანარჩუნებელი დივაისების გაყიდვით და გვაქვს დიდი რესურსი.


საქართველოს გულის რიტმის ასოციაციას თამამად, წარმოგიდგენთ ოფიციალური შესყიდვის ინვოისს, (რომელშიც არ შედის ინტროდიუსერი, ტრანსპორტირებაFedEx, განბაჟება), გასაყიდი ფასი 5200$ ამ ხარჯებსაც კი ვერ ფარავს, ხოლო ~20% მოგებაზე, რომელსაც გვავალდებულებს სამეწარმეო კოდექსი, ფიქრიც კი ზედმეტია.


დადგენილებით განსაზღვრულ 13500 ლარად არ შეგვწევს ძალა, რომ პაციენტებმა მიიღონ თერაპია (არათუ ხარისხიანი).


მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონდე კომპანიები, ისეთი როგორიც Abbott-ია, ქვეყნის სტატუსიდან გამომდინარე, მიზერულ ფასად გვაწვდიან მაღალი ხარისხის დივაისებს, რაც პირდაპირ აისახებოდა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ქართული ჯანდაცვის განვითარებაზე, რითიც ასე ვამაყობდით.ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ მოხერხდება დარგობრივ ასოციაციებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის საერთო ენის გამონახვა, სხვა შემთხვევაში, არითმოლოგიური მიმართულება დაიხურება, ხოლო ხარისხიან კომპანიებს მოგვიწევს საქართველოს ბაზრის დატოვება“-წერს პაპიაშვილი. 

 

შეგახსენებთ,  21 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის № 520-ე დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.

 

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმა პაციენტების მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს. მათი თქმით, სახელმწიფო უწყებამ ისეთი ტარიფები დაადგინა, რომელიც დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს რეალურად არ ასახავს.

'.$TEXT['print'].'