ხელოვნების სამხატვრო სკოლის ტრადიციულ გამოფენაზე 10 ოზურგეთელი დამწყები მხატვრის ნამუშევარი წარადგინეს
ავტორი: გურიის მოამბე
ხელოვნების სამხატვრო სკოლის ტრადიციულ გამოფენაზე 10 ოზურგეთელი დამწყები მხატვრის ნამუშევარი წარადგინეს

სოლიკო ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სამხატვრო სკოლის ტრადიციულ გამოფენაზე 10 ოზურგეთელი დამწყები მხატვრის ნამუშევარი წარადგინეს

თბილისის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 ხელოვნების სამხატვრო სკოლის ორგანიზებით ყოველწლიური გამოფენა „მშობლიურო ჩემო მიწავ“ მოეწყო, სადაც საქართველოს რეგიონებიდან სხვადასხვა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

აღნიშნულ ღონისძიებაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა, მაიზერ ცელაძემ ოზურგეთის სამხატვრო სკოლის 10 მოსწავლის ნამუშევარი წარადგინა, რომლებმაც დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

გამოფენის მიზანია დედაქალაქის სახელოვნებო წრეებისთვის რეგიონების დამწყები მხატვრებისა და პედაგოგების გაცნობა-დაახლოება და მათი ნამუშევრების გამოფენათა ორგანიზება საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო სივრცეში.

'.$TEXT['print'].'