"ოცნების“ აქტივისტების მხრიდან პიროტექნიკის სროლის შედეგად აქციის 5 მონაწილე დაშავდა- მაქარაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
"ოცნების“ აქტივისტების მხრიდან პიროტექნიკის სროლის შედეგად აქციის 5 მონაწილე დაშავდა- მაქარაშვილი

მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერის გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ ოფისთან 5 აქტივისტი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. მაქარაშვილის ცნობით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა მათი მისამართით პიროტექტნიკა ისროლეს.

როგორც მაქარაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, პოლიციის წარმომადგენლებმა მათ ტერიტორიის ყვითელი ავტობუსებით დატოვება შესთავაზა. მისივე განცხადებით, ამაზე დათანხმებას არ აპირებენ. „ვიქნებით აქ ბოლომდე იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დადგეს პრეცედენტი, როცა პოლიცია დაიცავს და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და ამ უფლებას ბოლომდე დავიცავთ”, - განაცხადა მაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა "სირცხვილია" და "შეცვალე" "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას მართავს. იქვე იმყოფებიან "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრებიც. მათ შორის რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.

'.$TEXT['print'].'