ხვალ ზუგდიდში ზეგ ოზურგეთში - შემდეგ კი ბათუმში -მმართველი პარტიის "პოგრომების" მცირე ჩამონათვალი
ავტორი: გურიის მოამბე
ხვალ ზუგდიდში ზეგ ოზურგეთში - შემდეგ კი ბათუმში -მმართველი პარტიის "პოგრომების" მცირე ჩამონათვალი

როგორც "გურიის მოამბეს" კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, ქუთაისში განვითარებული მოვლენების კვალად მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" აქტივისტები ოზურგეთში ოპოზიციური პარტიების ოფისების დარბევისათვის ემზადებიან.

დაუზუსტებელი ინფორმაციით ოპოზიციის ოფისების რბევა ამ კვირაშივე, სავარაუდოდ ზეგ დაიწყება.

მანამდე კი "ქართული ოცნება" ძალებს ზუგდიდში მოსინჯავს და ადგილობრივი ოპოზიციის ოფისებს სამეგრელოს ადმინისტრაციულ ცენტრში შეუტევს.

ოზურგეთიდან კი ე.წ. "ტიტუშკები" გეზს ბათუმისაკენ აიღებენ.

თუმცა, როგორც წყარო გვეუბნება, მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება თითქმის მიუღებელია პოლიციისათვის, სადაც სულ უფრო მატულობს მათი პლიტიკური შეხედულებებისამებრ გამოყენების უარყოფითი მუხტი.

აქედან გამომდინარე პოლიციის ხელმძღვანელებშიც აზრთა სხვადასხვაობაა და შესაძლოა "ქართული ოცნება" მათი მხარდაჭერის გარეშე დარჩეს.

პოლიციის ფაქტორი, მმართველი პარტიის მხარდამჭერების და გამსაკუთრებით ასეთი რადიკალური ზომების მომხრეების კატასტროფული კლების შემდეგ, გადამწყვეტია.

აქედან გამომდინარე თუ არ იქნება პოლიციის მხრიდან მკვეთრი პოზიცია და მხარდაჭერა ოპოზიციის ოფისების რბევა რეგიონებში აღარ გაგრძელდება.

'.$TEXT['print'].'