დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
ავტორი: გურიის მოამბე
დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს რამდენიმე რეგიონში სიმბოლურად ქართული დროშა აღიმართება. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს - ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება.

„საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლის, დავით ჩხეიძის განცხადებით, ეროვნულ დროშას დიდი ხნის ისტორია აქვს და ევროპულ რუკებზე საქართველოს უძველესი დროიდან ხუთჯვრიანი დროშით აღნიშნავდნენ.ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები საკუთარი სახლების სახურავებზე აღმართონ და აივნებიდან გადმოფინონ.ძალიან ღირებული დროშაა თავისთავად. გარდა იმისა, რომ წარმოადგენს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, მას აქვს ძალიან დიდი ხნის ისტორია. მისი მთავარი სიმბოლო არის ხუთი ჯვარი. მთავარი ჯვარი არის მაცხოვრის გამოსახულება და ოთხი ჯვარი არის ოთხი მახარობლის გამოსახულება, რომლებმაც სამყაროს ოთხივე მხარეს აცნეს მაცხოვრის მოვლინება. დღეს ეს დროშა არის სეკულარული სიმბოლო, მაგრამ ატარებს იმავე დატვირთვას, რომ საკუთარი ღირებულებები გამოფინოს გარემოს. თვითონ ჰერალდიკური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო სიმბოლოა. გარდა ამისა, ეს არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო და მისი აღნიშვნა ხდება 14 იანვარს, რადგანაც 2004 წლის 14 იანვარს მოხდა მისი აღდგენა. ხანგრძლივი კვლევა უძღოდა ამას წინ. ეს დროშის ნიმუშები დაცული იყო ევროპულ წიგნსაცავებში, სხვადასხვა პორტოგანებზე იყო გამოსახული და საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ამ დროშით ევროპულ რუკებზე იყო მონიშნული საქართველო. ეს იყო უკიდურესი აღმოსავლეთი ქვეყანა, რომელიც აღმართავდა ჯვარს, ამის იქით უკვე ჯვარი აღარ აღიმართებოდა და პორტოგანი ამითი სრულდებოდა აღმოსავლეთის მხარეს. ჩვენ დღესაც ევროპული ცივილიზაციის უკიდურეს აღმოსავლეთში ვართ და ერთ-ერთი ძლიერი პოზიცია გაგვაჩნია, როგორც სახელმწიფოს. შესაბამისად, როდესაც მოქალაქე ამ დროშას აღმართავს, ეს არის მისი სიამაყის სიმბოლო. სიამაყის სიმბოლო არის არა მარტო სახელმწიფოებრივად, ეროვნულად, არამედ ეს არის საქართველოს მოქალაქის ადგილი თანამედროვე ცივილიზაციაში, ამიტომ მას სჭირდება ძალიან დიდი პატივის მიგება“, – განაცხადა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსმა, დავით ჩხეიძემ.

'.$TEXT['print'].'