სალომე ზურაბიშვილი გურიაში დვაბზუს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში პარაკლისს დაესწრო
ავტორი: გურიის მოამბე
სალომე ზურაბიშვილი გურიაში დვაბზუს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში პარაკლისს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დვაბზუს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლის დაესწრო, ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა ჯინჭარაძემ პრეზიდენტს საჩუქრად წმინდა ნიკოლოზის ხატი გადასცა.

"დღეს ტაძარს ესტუმრა ქალბატინი სალომე ზურაბიშვილი, აღვავლინეთ პარაკლისი, დავათვალიერეთ ორივე ტაძარი, მე-18 საუკუნეში აშენებული ტაძარი არის სავალალო მდგომარეობაში და საჭიროებს სასწრაფო რეაბილიტირებას, მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის, ღმერთმა გააძლიეროს, ღმერთმა შეაძლებინოს და აი ეს ტაძარი, რომელიც ინგრევა მისი მეთაურობით იყოს აღდგენილი და გამშვენებული" - მამა შალვა ჯინჭარაძე.

ტაძარი 2002 წლიდან ხარაჩოებშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.
ორივე ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

'.$TEXT['print'].'