დავით ბაქრაძემ მოსახლეობას კალანდობა ჩოხატაურიდან მიულოცა
ავტორი: გურიის მოამბე
დავით ბაქრაძემ მოსახლეობას კალანდობა ჩოხატაურიდან მიულოცა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მოსახლეობას კალანდობას ჩოხატაურიდან ულოცავს. ბაქრაძე დღესასწაულს დამსახურებული პედაგოგის სულიკო კალანადაძის ოჯახში შეხვდა. სულიკო კალანადაძე ჩოხატაურში პირველ საჯარო სკოლაში ბიოლოოგის პედაგოგად 62 წლის მანძილზე მუშაობდა

„კალანდა ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც განსაკუთრებით აღინიშნება გურიაში, ამიტომ მინდა, დღევანდელი დღე ამ ოჯახიდან, პირველ რიგში, მივულოცო გურიას და მასთან ერთად მთელს საქართველოს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

'.$TEXT['print'].'