"შეშფოთებული ვარ უგულავასთვის პატიმრობის მისჯით''- დონალდ ტუსკი
ავტორი: გურიის მოამბე
"შეშფოთებული ვარ უგულავასთვის პატიმრობის მისჯით''- დონალდ ტუსკი

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი გიგი უგულავას დაპატიმრებას "ტვიტერზე" ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით შეშფოთებელია.

"შეშფოთებული ვარ უგულავასთვის პატიმრობის მისჯით და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნით. მართლმსაჯულების სისტემა არ შეიძლება გამოყენებული იქნას პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად. მმართველმა ძალამ სამართლიანი კონკურენცია უნდა უზრუნველყოს. კანონის უზენაესობა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში უმნიშვნელოვანესია," - წერს დონალდ ტუსკი.

'.$TEXT['print'].'