300 000 დოლარი ლობისტობისთვის - ივანიშვილმა კიდევ ერთი ლობისტური კომპანია დაიქირვა
ავტორი: გურიის მოამბე
300 000 დოლარი ლობისტობისთვის - ივანიშვილმა კიდევ ერთი ლობისტური კომპანია დაიქირვა

ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ში კიდევ ერთი ლობისტური კომპანია დაიქირივა. კომპანია DCI Group-თან ხელშეკრულება 12 თებერვლით თარიდება და მას ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

"ოცნება" DCI Group-ისგან ითხოვს, კომპანიამ ხელი შეუწყოს პარტიას აშშ-ში პრაგმატულ პარტნიორად პოზიციონირებას.

"ხელი შეუწყოს ქართული ოცნების დემოკრატიის წარმოაჩინოს ქართული ოცნება მშვიდობის, სტაბილურობის და დასავლური ლიბერალურ-დემოკრატიული იდეალების პირუთვნელ მიმდევარად, განსაკუთრებით საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებში", - წერია კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სექციაში.

დოკუმენტის თანახმად, "ქართული ოცნება" მომსახურებაში ყოველთვიურად 33,333 დოლარს გადაიხდის. ხელშეკრულების დასრულების ვადად 2020 წლის 31 ოქტომბერს იწურება.

განისაზღვრა, ამგვარად ოცნება მომსახურებაში 299,997 დოლარს გადაიხდის.

ამასთან, ცნობილია, რომ მმართველმა პარტიამ კომპანია Hogan Lovells-თან 900 ათას დოლარიანი ხელშეკრულება გააფორმა.

გასულ წელს ოცნებამ ლობისტურ მომსახურებაში ჯამურად 2,7 მილიონი დოლარი გადაიხადა, წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება უკვე მილიონ დოლარს აღემატება.

იხილეთ ხელშეკრულება https://efile.fara.gov/docs/6278-Exhibit-AB-20200212-16.pdf

'.$TEXT['print'].'