ჩუგოშვილი: ასე ომახიანად არ მოვიწვევდი უგულავას საქმეზე კომისიას, კარგს არაფერს აღმოაჩენს
ავტორი: გურიის მოამბე
ჩუგოშვილი: ასე ომახიანად არ მოვიწვევდი უგულავას საქმეზე კომისიას, კარგს არაფერს აღმოაჩენს

"ასე ომახიანად არ მოვიწვევდი უგულავას საქმეზე კომისიას, კარგს არაფერს აღმოაჩენს"- პარლამენტის ყოფილმა ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა, ამის შესახებ ფორმულას ეთერში ისაუბრა. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრებასთან დაკავშირებულ კრიტიკას ხელისუფლებამ იმით უპასუხა, რომ ევროპარლამენტარებს საქართველოში საქმის შემსწავლელი მისიის გამოგზავნა შესთავაზა.

"მე უმრავლესობის ადგილას ასე ომახიანად არ მოვიწვევდი ამ კომისიას იმიტომ, რომ კარგს არაფერს აღმოაჩენს ის კომისია. კომისია ნახავს იმას, რომ ადამიანი, რომელმაც ხელახლა მოითხოვა გიგი უგულავას დაკავება პროკურორის რანგში, ამ საქმეს შემდეგ მოსამართლის რანგში დახვდა და ისე მიიღო გადაწყვეტილება და ისე დაუმატა სასჯელი, რომ თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალებაც არ მისცა დაცვას და ეს უკვე არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ სხვა საქმეებში უკვე დადგენილი, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა."

'.$TEXT['print'].'