ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის იმიტირებულ არჩევნებში "ქართული ოცნება" დამარცხდა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის იმიტირებულ არჩევნებში "ქართული ოცნება" დამარცხდა

იმოტორებული არჩევნები ოზურგეთის ყველაზე ელიტურ, მეორე საჯარო სკოლაში - საგანში - "სამოქალაქო განათლება" ჩატარდა და მასში მონაწილეობა მე-9 ა კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.

როგორც საჯარო სკოლის ფეისბუკ გვერდი იუწყება იმიტირებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას "ლეიბორისტული" პარტიის და  "ქართული ოცნების" კანდიდატები ღებულობდნენ - ხმათა უმრავლესობით კი დამოუკიდებელმა კანდიდატმა - გიორგი სირაძემ გაიმარჯვა.

ინფორმაცია იმიტირებული არჩევნების შესახებ მეორე საჯარო სკოლის ფეისბუკ გვერდმა დღეს გაავრცელა.

'.$TEXT['print'].'