ოპოზიცია სოციალური შემწეობების მიმღები ოჯახების გადამოწმების პროცესის შეჩერებას ითხოვს
ავტორი: გურიის მოამბე
ოპოზიცია სოციალური შემწეობების მიმღები ოჯახების გადამოწმების პროცესის შეჩერებას ითხოვს

ოპოზიცია სოციალური შემწეობების მიმღები ოჯახების გადამოწმების პროცესის შეჩერებას ითხოვს

"ვიდრე არ ჩაივლის კრიზისული სიტუაცია ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადოს მორატორიუმი" - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, კახა ასკურავა.

"ის ხომ შეიძლება გაკეთდეს საქართველოს მთავრობა,რომ ამ უმძიმეს სოციალური მდგომარეობის პირობებში, სოციალური დახმარების პროგრამული შეწყვეტები დროებით შეჩერდეს ე.წ (გადამოწმება იგულისხმება)და ვიდრე არ ჩაივლის კრიზისული სიტუაცია ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადოს მორატორიუმი.
მგონი დღეს არაა იმის დრო,რომ სოციალური აგენტები მიდიოდნენ ოჯახებში და ამოწმებდნენ ბენეფიციარებს თუ რამდენად გაუმჯობესებდა მათი მდგომარეობა.
ასევე, მოგეხსენებათ ე.წ სოციალური შემწეობის შეწყვეტას იწვევს ოჯახური მდგომარეობის შეცვლა.ვინაიდან მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველდღიურად იცვლება ოჯახის წევრთა რაოდენობა და ბევრი უკვე ბრუნდება საკუთარ სახლებში, რაც ამ პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე ავტომატურად იწვევს დახმარების შეჩერებას.ეს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული" - წერს ასკურავა საკუტარ ფეისბუკ გვერდზე.

'.$TEXT['print'].'