ლიეტუვაში დრონებით გადაღებული ფოტოები გვიჩვენებს, რომ თვითიზოლაცია არც ისე მოსაწყენია
ავტორი: https://on.ge/
ლიეტუვაში დრონებით გადაღებული ფოტოები გვიჩვენებს, რომ თვითიზოლაცია არც ისე მოსაწყენია

ლიეტუველმა ფოტოგრაფმა გადაწყვიტა კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფი ოჯახები გადაეღო — რა თქმა უნდა, უსაფრთხოების წესების დაცვით და ადამიანებთან კონტაქტის გარეშე.

ფოტოსერიისთვის მან დრონი გამოიყენა.

როგორც ფოტოგრაფი ამბობს, მას შემდეგ რაც ქვეყანა კარანტინის ქვეშ მოექცა, მისი სამუშაოც შეწყდა და სწორედ მაშინ დაებადა იდეა, რომ სოციალური პროექტი შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის.

გადაღებული 16 ოჯახიდან ზოგი მისი მეგობარია, ზოგი კი უცნობი, რომელსაც ფოტოსერიაში მონაწილეობა წინასწარ შეუთანხმა. სურათებში ვხედავთ ოჯახებს, რომლებიც საცურაო კოსტიუმებში არიან გამოწყობილნი, ან ჯარისკაცების ფორმით იცავენ სახლს ვირუსისგან, ან ფანჯარასთან გაკიდულ ჰამაკში ისვენებენ.

ფოტოგრაფის მიზანი საზოგადოების გახალისება და ნეგატიური ინფორმაციიდან დროებით გადართვა იყო — როგორც ხედავთ, კრეატივისა და დრონის დახმარებით, მას ეს ბრწყინვალედ გამოუვიდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'