საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 5 ბავშვია
ავტორი: გურიის მოამბე
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 5 ბავშვია

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსი 5 ბავშვს დაუდასტურდა.

მისი თქმით, ყველა მათგანის შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და არცერთ მათგანში ფილტვების ანთება დაფიქსირებული არ არის.

„საერთო რაოდენობიდან შეიძლება ჩაითვალოს, რომ 5 ბევრია, მაგრამ პედიატრიულ პაციენტებში ეს დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად. საქართველოში ყველა ბავშვის მდგომარეობა მიმდინარეობს მსუბუქად, არცერთ ბავშვში ფილტვების ანთება არ დაფიქსირებულა. ამიტომ, კორონავირუსი ბავშვებში არის იშვიათი და თუ მიმდინარეობს, მიმდინარეობს მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, მსოფლიო მონაცემების მიხედვითაც, დღემდე ითვლება, რომ კორონავირუსით ინფიცირება ბავშვებში იშვიათია.

 

'.$TEXT['print'].'