გურიაში თვითიზოლირებულთა რაოდენობამ 97 მიაღწია ამათგან ყველაზე მეტი 52 ადამიანი ლანჩხუთშია
ავტორი: გურიის მოამბე
გურიაში თვითიზოლირებულთა რაოდენობამ 97 მიაღწია ამათგან ყველაზე მეტი 52 ადამიანი ლანჩხუთშია

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დაავადების პროფილაქტიკის მიზნით გურიაში თვითიზოლაციაში 97 მოქალაქე იმყოფება, საკარანტინო ზონაში კი 24.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოზურგეთის ლაბორატორიაში დაავადებატა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ განუცხადა.

მისი განცხადებით, 97 იზოლირებულიდან 52 ლანჩხუთშია, 31 ოზურგეთში და 14 ჩოხატაურში:

"თვითიზლოირებულტა რიცხვი კი გაიზარდა მაგრამ სამაგიეროდ შეგვიმცირტდა კარანტინში გურიიდან მყოფი მოქალაქეების რაოდენობა. დღეს 7 მოქლაქემ დატოვა საკარანტინო ზონა, ამ წუთისათვის კარანტინში გურიიდან 24 მოქალაქე იმყოფება" - თქვა მჟავიამ.

'.$TEXT['print'].'