ციხელაშვილი თანამდებობას ტოვებს
ავტორი: გურიის მოამბე
ციხელაშვილი თანამდებობას ტოვებს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი თანამდებობას ტოვებს. განცხადება ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკლაინმა გააკეთა. მისი თქმით, ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში - ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი. ვფიქრობ, მისი გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. მას მუდმივად ჰქონდა შეხება ამ საკითხებთან, - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებები ზალკალიანმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა. ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ "მთავარმა არხმა" გაავრცელა.

'.$TEXT['print'].'