"ცანცარა ადამიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა, ჩვენთვის იქნებოდა შეურაცხმყოფელი"- წულუკიანი სააკაშვილზე
ავტორი: გურიის მოამბე
"ცანცარა ადამიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა, ჩვენთვის იქნებოდა შეურაცხმყოფელი"- წულუკიანი სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. კითხვაზე - საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც ვოლოდიმერ ზელენსკიმ მიიღო და რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ თანამდებობაზე დაინიშნა, იყო თუ არა შეურაცხმყოფელი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ მისი ვიცე-პრემიერად დანიშვნის შემთხვევაში, ეს სახელმწიფოსთვის  შეურაცხმყოფელი იქნებოდა. 

"ასე ხმამაღლა არ ვიტყოდი, თუმცა ის ვიცე-პრემიერის თანამდებობა, რისთვისაც ის იყო თავიდან მოწოდებული, რომ რეალიზებული ყოფილიყო, რაზეც ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ხელი შეგვეშალა, იქნებოდა ნამდვილად ჩვენი სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი, მაგრამ ის აღმასკომი, რომელიც რეფორმებზე არის პასუხისმგებელი, ის გახდა რეალურად მისი თავმჯდომარე და მხოლოდ ამას ვუსურვებ უკრაინელ ხალხს, რომ  ის რეფორმები, რაც ჩვენთან ბატონმა სააკაშვილმა ვერ გაატარა, მაგრამ მოგვყიდა რეფორმებად, ეს არ მოხდება უკრაინაში და ის რეალურ რეფორმებს შეძლებს რომ გაატაროს, რაშიც მე, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ვერ შეძლებს, იმიტომ რომ ამ ადამიანს არ შესწევს უნარი, რომ ერთ ადგილას გაჩერდეს 5 წუთი დინჯად და დაწეროს მაინც, აბსოლიტურად ცანცარა ადმიანია...“ - განაცხადა  თეა წულუკიანმა.

 

'.$TEXT['print'].'