რეკომენდაცია
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
რეკომენდაცია

მძიმე კორონავირუსით გარდაცვალებას , კავასაკის დაავადებას ადარებენ. რეალობაში კი, ეს არის დისემინირებული სისხლძარღვთაშიგა შედედების სინდრომი. ვინც რეანიმატოლოგები ვართ ან ვყოფილვართ ოფიციალური სტატუსით, ეს კარგად მოგვეხსენება . 1995 წელს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, რეგიონის მთავარ ბავშვთა რეანიმატოლოგად დავინიშნე .ჯერ თბილისის ბავშვთა რესპუბლიკურში ვიმყოფებოდი 6 თვე. სეფსისის ცენტრში, ვახტანგ ბოჭორისვილს, ცნობილია, რომ თითქმის არასოდეს არ უკვდებოდა პაციენტი. რადგან, საუკუნეში ერთი შეიძლება იყოს, ვახტანგ ბოჭორიშვილისნაირი ექიმი. ოფიციალური საბუთით 5 ჯერ ვარ სეფსისის ცენტრში კვალიფიკაციაზე ნამყოფი. მაგრამ არაოფიციალურად ხშირად ვიყავი იქ, რადგან ბატონი ვახტანგის აკადემიური შტრიხების მოსმენა ერთი ბედნიერება იყო ყველა ექიმისთვის. რამდენიმეჯერ გვაჩვენა პაციენტი, რომელიც იღუპებოდა ამ სინდრომით ანუ dv s-ით. გადასარჩენად ბრძოლა იყო შეუპოვარი, მაგრამ შედეგი ,ხშირად სამწუხარო. ადრე წინა წლებში ეს სინდრომი, ყველა ექიმისთვის ძალიან ნაცნობი არ იყო. თუმცა ზოგისთვის არც ახლა. არამარტო კავასაკის სინდრომის დროს,ასევე დვს-ით რთულდება უამრავი დაავადება, თუ სწორი მართვა არ მოხდა თავიდანვე. დვს სინდრომზე ნაშრომი გავაკეთე და ერთ სტაციონარში წარმოვადგინე 20 წლის წინ. იმდენად საინტერესო თემა იყო განვითარებული ექიმებისთვის, ახლაც იხსენებენ ჩემი მეგობრები,რომ სხვასახვა სტაციონარებიდან დაესწრო ამ თემის წამოდგენას ექიმები. რასაც ვერ გამოკვეთავენ, რით კლავს ბოლოს კორონა და მხოლოდ კავასაკს ამსგავსებენ, ეს არის დისემინირებული სისხლძარღვთაშიგა შედედების სინდრომი. საერთოდ, მის მკურნალობაში ადრე ბევრი შეცდომა დაშვებულა. რადგან თუ პრიმიტიულად იცის მედიცინის მუშაკმა მექანიზმი და სისხლდენა დაიწყება, ის ამ სინდრომის დროს, მაგალითად,ჰეპარინს სრულიად ამოიღებდა, როგორც სისხლდენის მაპროვოცირებელს. სინამდვილეში კი ამ სინდრომის დროს, რაც უფრო იმატებს სისხლდენა, მით უფრო უნდა მოიმატოს ჰეპარინის დოზამ. ბოჭორიშვილის სიტყვები ახლაც ყურებში მაქვს----------------რაც უფრო იმატებს სისხლისდენა, მომუმატეთ ჰეპარინის დოზას. იგივე ამოკითხული მაქვს სამეცნიერო ევროპულ ლიტეეატურაში . რა ც მთავარია, ეს თემა ღრმად მქონდა შესწავლილი. სხვათა შორის, 200 ერთქულიანი ამოცანიდან, 200 ქულა როგორ ავიღე, ბოლო და ძალიან გართულებული გამოცდების დროს .რამდენიმე კითხვა ,ეტყობა ყველა ბილეთში ის იყო, რომ გამოცდილ ექიმებსაც დააბნევდა. ერთი ამოცანის საბოლოო კითხვა ეს იყო, რა დოზაზე დაიყვანდით ჰეპარინს ან რამდენ წუთში მოხსნიდით მას, სისხლძარღვების ასეთი მდგომარეობის და ასეთი ძლიერი სისხლდენის დროს. დავწერე რომ მოვამატებდი ჰეპარინის დოზას. რაც რა თქმა უნდა, არ შეიძლება ჩვეულებრივი სისხლდენების დროს. ამ თემის წარმოდგენას ანუ დვს სინდრომის, აზრი არა აქვს მოსახლეობაში. წმინდა სამედიცინო თემააა ,რომლსაც ხალხისთვის გასაგებად ვერ დაწერ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, კოაგულაცია ანუ მარტივად რომ ვთქვად ---თრომბირება იმდენად დარღვეულია, რომ ელვის სისწრაფით სკდება სისხლძარღვები. ახლა სულ სხვა თემაზე მინდოდა საუბარი. რაც შეეხება კორონას აბსურდია და უმეცრებაა იმის თქმა , რომ ის არ არსებობს მსოფლიოში და საშიში არაა. თუ ვინმემ სტატისტიკა დაამატა ან შეცვალა, ეს სხვა საკითხია. მაგრამ რეალობა ასეთია. კორონას მძიმე, სასიკვდილო ფორმები ჩვენთან ღვთის მადლით არ ყოფილა. კორონას მძიმე შემთხვევები მძვინვარებდა ევროპაში. ჩვენთან მსუბუქი ფორმებია. პანდემია კი იმას ნიშნავს , რომ ეს შტამი არის გარემოში და ყველა გაციება, შესაძლებელია, რომ კორონას მსუბუქი ფორმა იყოს. მთლად სარწმუნოდ არ მიმაჩნია, მძიმე ფორმების არარსებობაში ქართული გენების თეორია. თუმცა გარკვეულწილად ვეთახმები. იგივე გენები არ იყო მაშინ, ეწ ისპანკას დროს, ძველების გადმოცემით და ისტორიული წყაროებით, სამი ან ოთხი კუბო რომ გადადიოდა დასავლეთ საქართველოში თითო ოჯახიდან? ჩვენში, რთული ფორმების არარსებობაში ,მე ეკოლოგიურ ფაქტორს ვანიჭებ უფრო მეტ მნიშვნელობას. სამყაროში ყველაფერი, თანაბარი სიზუსტით არ განიფანტება. მცირედ მაინც ,მას ემატება ჩვენი ბუნების სამკურნალო ფაქტორი. საქართველო კურორტების ქვეყანაა. მაგრამ წამყვანი,გლობალური ეკოლოგიური ფაქტორია. ეკოლოგიური განაწილების ფაქტორი რომ არა, გართულება ყველაზე მეტად აქ შეიძლება მომხდარიყო. რადგან, ყველა ქვეყანაზე მეტად, საქართველოში არის მოუვლელი და ათეროსკლეროზულად გადაგვარებული სისხლძარღვები. საქართველოში დიაგნოზი ათეროსკლეროზი, სკოლის მოსწავლეზეც იწერება. რასაც ვერ ვიტყვი ,მაგალითად ,საბერძნეთზე, სადაც ზეთისხილის და ზეითუნის ზეთის ხშირი გამოყენების გამო ,სტატისტიკურად მინიმუმია ინფარქტები და ინსულტები .ჩვენთან კი, მხოლოდ, მდიდრებს აქვთ საშუალება, რომ ზეითუნის ზეტი რეგულარულად გამოიყენონ. ეს დაავადებები კი სისხლძარღვების გადაგვარებით იწყება და შემდეგ გადადის კუნთოვან ქსოვილ ზე. სანამ ჰაერში კორონას მსუბუქი შტამები იქნება , სულ იქნება ეს მსუბუქი შემთხვევები. მაგრამ ასეთ ვითარებას, არ სჭირდება ამდენი შეზღუდვა. აქ უფრო მომგებიანია, ინდივიდუალური ჰიგიენა და ინდივიდუალური დაცვა. კომენდატის საათი აბსურდად გამოიყურება იმის ფომზე, რომ ადგილი მაინც ჰქონდა შეკრებებს და ღრეობებს. მთავარია, წესების ინდივიდუალური დაცვის კულტურის ამაღლება. რაც შეეხება ტურუსტული სეზონის გასხნას, აი ეს არის ყველაზე საშიში და იმის წყარო, რომ მძიმე ფორმების შტამები, შეიძლება შემოვიდეს. ტურისტი კარანტინში? ეს ხომ ანეგდოტია. ის სანახაობისთვის ჩამოდის და არა კედლებისთვის. იტალიიდან ჩამოსული ტურისტების ფონზე , საცოდაობა არ არის, პაწაწინა ----------ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, წვრილმანების, საოჯახო ნივთების მაღაზიები რომ დაკეტილია? ასევე მეორადი ტანსაცმლის, რომელიც ქართველი ღატაკების 60 პროცენტის ბიზნესია . სადაც დღეში შევიდოდა, მხოლოდ 5 ან 7 ნიღბიანი ადამიანი. აქედან 4----ნისიად . ეს ხალხი ყოველდღიური 20 ან 10 ლარით ცხოვრობენ . ამისგან ელოდება საჭმელს მათი ბავშვები. იტალიელი ტურისტები კი და 5 მყიდველიანი პაწაწინა მაღაზიები არა? ეს უკვე კაიფია ხალხზე მთავრობის მხრიდან. ყველა ღონე უნდა გამოიყენოს პროფილაქტიკურმა მედიცინამ, პირველადმა საექიმო დაწესებულებებმა, რომ ხალხის სისხლძარღვების განმტკიცებაზე იზრუნონ. ჯანდაცვა---------------- კომუნიტებისდროინდელი მეთოდები მაინც აამუშავეთ, ჭიის წამლები , კალცი ,თევზის ქონი და ვიტამინები რომ რიგდებოდა ხალხში.ეს ძალიან მცირე თანხა დაგიჯდებათ. ეს უდიდეს საქმეს აკეთებს სიცოცხლისთვის. ათეროსკლეროზული სისხლძარღვებისთვის ყველაზე დასაყრდნობი წამალი, მკურნალობისა ს უჯერი მჯავებია, რომლებიც ყველაზე მეტი თევზის ქონშია. ასევე, ხალხის, სისხლძარღვების და იმუნიტეტი ს მასიურად განსამტკიცებლად უამრავ მეთოდს შეგთავაზებდით. მოსახლეობა უკიდურესობაშია . უნდა გავუფრთხილდეთ, ჩვენს მშიერ და დაუცველ მოსახლეობას.

'.$TEXT['print'].'