შაკიკის-პირველი ნაწილი
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
შაკიკის-პირველი ნაწილი

შაკიკი
პირველი ნაწილი
ვისაც შაკიკი აინტერესებს, ეს არის მისი, რეალური აღწერა.ეს ისეთი თემაა, რომელიც არა მარტო, შაკიკიანებს , უნდა აინტერესებდეს. რადგან, ბევრი პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც სასიკვდილო, რისკებამდე მიდის, შაკიკით იწყება. შაკიკს მოსახლეობა , ძალინ მარტივად უყურებს. ხშირად მისახლეობას, არავინ არ აფრთხილებს, რომ ის, რისკის ფაქტორია, სიკვდილის გზაზე. აკადემიური მიდგომით, მისი მორჩენაც შეიძლება და მისგან თავდაცვაც. შაკიკი ადრე , ბავშვთა ასაკშიც იყო. ახლა, ამ პერიოდში კი, ძალიან გახშირდა , ბავშვთა ასაკში. ბევრ სამედიცინო ლიტერატურაში, შაკიკს, ნევროლოგიურ დაავადებად განიხილავენ. ეს დიდი, ჩამორჩენილობაა მედიცინაში. თუ ნევროპათოლოგი, პაციენტს დაუწერს, შაკიკის მკურნალობას, მხოლოდ, ნევროლოგიური წამლებით და არ გაისიგრძეგანებს, მის მექანიზმს, ის სასიკვდილოდ წირავს ადამიანს. შაკიკი უფრო რთულია. ის სხვა , სისხლძარღვოვან რისკებს შეიცავს. ის უფრო მეტად, გულსისხლძარღვთა დაავადებაა. ზოგ ადამიანს ჰგონია, შაკიკი ჰქონდა და მოურჩა. ნეტავ, ასე იყოს. შეტევის არ განმეორება, მორჩენა არ არის. შაკიკი არა მარტო, მეტაბოლურ სინდრომთანააა გადაჯაჭვული, არამედ, ადამიანის ანატომიის, ტექნიკურ პრობლემებთან. მას ახასიათებს, ძლიერი, სწრაფი ტკივილი, 4 დან 74 საათამდე. შაკიკს ოჯახური გენეტიკა აქვს. უფრო მეტია ქალებში. მის რეალურ მექანიზმებს, თანდათან, სხვადასხვა მხრიდან დაგანახებთ. შეტევის დროს, ხდება აგრეგაცია. თრომბოციტები და ერითროციტები, ერთმანეთს ეწებება. რა თქმა უნდა , ყველაფერი ჰორმონებიდან იწყება. ამ დროს სეროტონინი , ჯერ მატულობს, შემდეგ კი მცირდება. ნივთიერებათა ცვლაში , ფიზიოლოგიური რეაქციებიდან ცვივა, ტკივილის წარმომშობი და გამაძლიერებელი ნეიროპეპტიდები. შესაბამისად, სისხლძარღვები, ჯერ თავიდან ვიწროვდება, შემდეგ კი ფართოვდება. რა ხდება ადამიანში, ამ დროს. შაკიკის შეტევა, არ დაემართება ადამიანს, თუ ეს ეს ოთხი , პათოლოგიური მდგომარეობა, არა აქვს. უხშირეს შემთხვევაში, ოთხივე ერთად. 1--გულსისხლძარღვთა ანატომიური დეფექტი.2- არამდგრადი , ათეროსკლეროზულად გადაგვარებული სისხლძარღვი. 3ჰორმონული სისტემის დისბალანსი. 4 სისხლის შემდედებელი ფაქტორების, ნორმიდან გადახრა. ჩამოვთვალოთ შაკიკის , მაპროვოცირებელი ფაქტორები-----------1ორგანიზმში სითხის შემცირება, ამის შედეგად, უჯრედშიგა სითხის შემცირება და ამის შედეგად, გლუკოზის დაქვეითება და ტვინის უჯრედების შიმშილი. დაქვეითებული შაქრის ფონზე, სისხლძარღვი, ისე ფართოვდება, იბერება კიდეც. 2 საკვები რომელიც შეიცავს, სოდიუმ ნიტრიტს. ასეთებია: ყავა , თხილი, ციტრუსი, ძეხვი, არაჟანი. 3საკვები რომელიც შეიცავს, ნატრიუმის გლუტამატს. ასეთია ცხარეები. 4 საკვები, რომელიც შეიცავს, დიდი რაოდენობით თიამინს ანუ ბე პირველ ვიტამინს. ასეთებია: ლობიო, შებოლილი თევზი, ქათმის ღვიძლი, ლუდი, შამპანური, წითელი ღვინო. 5- შაკიკის გამამწვავებელი მედიკამენტებია:ორალური კონტრაცეპტივები, ინდომეტაცინი, ვაზოდილატატორები. 6- კლიმატური და სიტუაციური პირობები---------ქარი, ყინვა, ძლიერი სიცხე, ხმამაღალი, უსიამოვნო მუსიკა და საერთოდ, ხმაური. ბრჭყვიალა სინათლეები, მძაფრი სუნები. 7- ფიზიოლოგიური ფაქტორები: ძლიერი სტრესი და ნერვიულობა, მუდმივი განცდა, ფსიქოლოგიური შებოჭვა, ფიზიკური დაღლა, უძილობა და ზედმეტი ძილიც, ხანგრძლივი, ფიზიკური მუშაობა, ხშირი სქესობრივი , კონტაქტი. ჰორმონალური მიზეზები-----კლიმაქტერიული პრობლემები, ორსულობა, მენსტრუაციის, ახლო პერიოდები. შაკიკი გენეტიკურია და განსაკუთრებით, დედის ხაზით გადადის. სტატისტიკურად, შაკიკის გამწვავებას, ყველაზე მეტად აღწერენ,თეთრი ღვინის, ყველისა და შოკოლადის, მიღების შემდეგ. შაკიკით დაავადებულებს, უმრავლეს შემთხვევაში, აქვთ აურა. 20------ 30 წუთის წინ შეტევამდე. ესაა ან მხედველობის გაბუნდოვნება ან ბრჭყვიალა წერტილები და მსგავსები. შაკიკის გამოკვეთილი სიმპტომებია: 1მხედველობის გაუარესება, ციმციმა წერტილები, ბრჭყვიალა ხაზები და სხვა. 2-ზოგადი სისუსტე და დისკომფორტი3. გადაღლილობის შეგრძნება. 4- გულისრევის შეგრძნება. 5 შეიძლება ღებინებაც. 6ტვინის მამოძრავებელი, სისტემის მოშლა. ადამიანი, პატარა გადამოძრავებაზე, მეტ ტკივილს გრძნობს. 7-სინათლეზე ძლიერი დისკომფორტი და ხმაურზე, მდგომარეობის გაუარესება.8- მკვეთრი, პულსაციური ტკივილი, თავის ცალ ან ორივე მხარეს. შაკიკის ტიპები----------1 შაკიკი აურით. 2 აურის გარეშე. 3რეტინალური. 4 ბაზილარული და პანიკური,რომლებიც , უფრო, იშვიათია. 5- ვესტიბულური. 6-მიგრენისებური. შაკიკი აურით--------შეტევის, დაწყების წინ, ხელფეხის დაბუჟება, თითქმის დამბლამდე. ან მძაფრი სუნები. ან ბრჭყვიალა ელემენტები. ან სმენითი დაბრკოლება. ბაზილარული შაკიკი-------------ამ დროს, შეიძლება, გონებაც დაკარგოს. ორივე მხარეს , თავი ს ტკივილია და მხედველობის პრობლემა. პანიკური-------უკიდურესად შეშინებულია ადამიანი. შაკიკი, აურის გარეშე----------მას არა აქვს, ნევროლოგიური დარღვევები. ამიტომ, მარტივ ფორმად, მოიხსენიებენ ნევროლოგები. ეს კი , დიდი შეცდომაა. რეალობაში, შაკიკის არც ერთი ფორმა, არ არის მარტივი. აურის გარეშე , შაკიკის დროს: ძლიერი თავის ტკივილია, 3 დღემდე. ტკივილი, თავის ცალ მხარესაა. ტკივილს აქვს, პულსაციური შეგრძნება. მოძრაობა ტკივილს ამატებს. შეიძლება, იყოს გულისრევაც. ტკივილი, საფეთქლის არეშია. ირადიაციაა, თვალსა და კეფაში. ბავშვთა ასაკში, მუცლის ტკივილი ერთვის. ეს ჩივილები, ყველა ტიპისთვის საერთოა. ბავშვთა ასაკში, ხშირად, არ ხდება, შაკიკის დაფიქსირება. ყოფილა შემთხვევა, შაკიკის შეტევის დროს, ბავშვს, ბრმანაწლავის ოპერაცია გაკეთებია. რაც მომითხრო ქირურგმა. ტვინი, სიგნალს გაძლევს, თავის ტკივილის სახით. თავის ტკივილი, ყველაზე საგანგაშოა. კიდურების კაპილარები, თუ ჩაწყდება, მიკროთრომბებს გაატარებს,სისხლის მიმოქცევის სისტემა. მაგრამ, თუ თავში, ერთი უწვრილესი , კაპილარიც კი დაზიანდა, შეიძლება ტვინის შეშუპება გამოიწვიოს და სიკვდილის მიზეზი გახდეს. თავის ტკივილის გეშინოდეთ. თავის ტკივილით, ბავშვს სკოლაში, ნუ უშვებთ .ტვინი იწერს, ყველა მოუვლელ , თავის ტკივილს. მარტო გამაყუჩებლის დალევა, მოვლა არ არის. ტვინის გარკვეული ზონა, მისადმი უპატივცემულობებს იმახსოვრებს. შაკიკის წინა პერიოდი, გამოირჩევა----------ემოციურობით, წყურვილით, ძილიანობით, შარდვით, ხასიათის არევით. ადამიანი, სავსე მაცივარში იცქირება და ვერ გაურკვევია, რა ჭამოს. შაკიკიან ადამიანს სჭირდება, თავის ტვინის, აპარატული კვლევა.უნდა ინახოს , ხომ არ არის სიმსივნე ან რამე სხვა. როცა დავდე, სიცოცხლის პროფილაქტიკისთვის, უკიდურესად საჭირო და კრიტიკულად აუცილებელი თემა ,სათაურით-------არ ჩაყვინთოთ, იქ დავსვი, ასეთი კითხვა-------------------------------------- რა გამაერთიანებელი , ნიშანი აქვთ, შაკიკით დაავადებულებს, უცნობი მიზეზის, ინსულტით დაავადებულებს და ადამიანებს , რომლებმაც, წყალში ჩაყვინთეს და ძალიან ცუდად გახდნენ. იმდენად ცუდად, რომ სიკვდილთან, ძალიან ახლოს იყვნენ. ამ სამ კატეგორიას, აკავშირებს, ერთი რამ------------ პერსისტული ოვალური ხვრელი. ამ ნიუანსს და საერთოდ, ასეთ ნიუანსებს, ყველა რომ, ყურადღებას აქცევდეს, ამდენი სიკვდილი არ იქნებოდა. სამწუხაროდ, მეორე ნაწილი, უფრო საინტერესო იქნება. მაგრამ, სიკვდილისგან დაგიცავთ, ამ დეტალების გათვალისწინება.

'.$TEXT['print'].'