ჩოხატაურში აფეთქებული ბანკომატიდან, სავარაუდოდ, 10 ათასი ლარი წაიღეს
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურში აფეთქებული ბანკომატიდან, სავარაუდოდ, 10 ათასი ლარი წაიღეს

ჩოხატაურში, საზოგადოებრივი ცენტრის აფეთქებული ბანკომატიდან, სავარაუდოდ, 10 ათას ლარამდეა წაღებული. 

ჩოხატაურის რაიონის სოფელ კოხნარში მდებარე საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც ბანკომატი იდგა, 8 სოფელს ემსახურება. ადგილობრივების თქმით, მათთვის ამ ცენტრის ფუნქციონირება მნიშვნელოვანი იყო. შეგახსენებთ, რომ აფეთქება, საზოგადოებრივ ცენტრში ღამით, კომენდანტის საათის მოქმედების პერიოდში მოხდა.

დაზიანებულია შენობა, ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია ბანკომატიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

'.$TEXT['print'].'