ოზურგეთში, ლომთათიძის ქუჩისა და ამავე ქუჩის 1 შესახვევის მოასფალტება მიმდინარეობს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში, ლომთათიძის ქუჩისა და ამავე ქუჩის 1 შესახვევის მოასფალტება მიმდინარეობს

ოზურგეთში, ლომთათიძის ქუჩის და ლომთათიძის 1 შესახვევის მოასფალტება მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე გაეცნო.

გზის რეაბილიტაციას შ.პ.ს „კომპანია ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პროექტის ღირებულება 384 444 ლარს შეადგენს და საგზაო მონაკვეთების მოასფალტება უახლოეს დღეებში დასრულდება.

'.$TEXT['print'].'