"ბავშვების ფიზიკური დასჯა გამოსავალი არაა"- ასტრიდ ლინდგრენი
ავტორი: გურიის მოამბე
"ბავშვების ფიზიკური დასჯა გამოსავალი არაა"- ასტრიდ ლინდგრენი

"ერთხელ, ერთი პასტორის მეუღლეს შევხვდი, რომელმაც მითხრა: მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ბავშვების გაროზგვა ძალიან გავრცელებული მეთოდი იყო, როცა პირველი შვილი შემეძინა, ცემის სარგებლიანობის საერთოდ არ მჯეროდა, მაგრამ მოგვიანებით, როცა ბავშვი 4 თუ 5 წლისა გამხდარა, რაღაც ისეთი ცელქობა ჩაუდენია, რომ პასტორის ცოლს პრინციპებისთვის უღალატია და პირველად ცხოვრებაში შვილის გაროზგვა გადაუწყვეტია. ბავშვი თავად გაუშვია ეზოში წკეპლის მოსატანად.

ბიჭს კარგა ხანს დაგვიანებია და როცა დაბრუნებულა, სახე ერთიანად ცრემლებით ჰქონია სველი. მისულა და დედისთვის უთქვამს:

„დედიკო, წკეპლა ვერ ვიპოვე, მაგრამ ქვა მოგიტანე და შეგიძლია მესროლო“.

და ამ დროს დედას ცხოვლად შეუგრძვნია ბავშვის თვალით აღქმული ვითარება: თუ დედას უნდა ტკივილი მომაყენოს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გააკეთებს ამას — წკეპლით თუ ქვით?!

დედას შვილი კალთაში ჩაუსვამს და ერთად უტირიათ. მერე კი ბიჭის მოტანილი ქვა სამზარეულოს თაროზე შემოუდია, რათა მუდმივად ხსომებოდა, რომ ძალადობა გამოსავალი არ არის."

ნაწყვეტი ასტრიდ ლინდგრენის სიტყვიდან, რომელის 1978 წელს, "მშვიდობის პრემიის" გადაცემისას წარმოთქვა.

ამის შემდეგ შვედეთში კანონმდებლობა შეიცვალა და სრულად აიკრძალა ბავშვების ფიზიკური დასჯა ოჯახებშიც და სკოლებშიც. ამ მხრივ, შვედეთი პირველი ქვეყანაა.

'.$TEXT['print'].'