ოპოზიცია მიიჩნევს რომ ლანჩხუთის მერი უპასუხისმგებლოა
ავტორი: გურიის მოამბე
ოპოზიცია მიიჩნევს რომ ლანჩხუთის მერი უპასუხისმგებლოა

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" კახა ასკურავა "ისედაც შემცირებული" ლანჩხუთის ბიუჯეტიდან, "სასამართლო მომსახურეობის მუხლის 45000 ლარით გაზრდამ" არაშფოთა და ლანჩხუთის მერს ალეკო სარიშვილს უპასუხისმგებლო უწოდა.

"იმ ფონზე როცა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ისედაც მიზერული ბიუჯეტი 1,5 მილიონით მცირდება, სასამართლო მომსახურეობის მუხლი 45000 ლარით იზრდება. ეს იმ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლობის სახელფასო ანაზღაურებებეია, რომელებმაც სასამართლოს სამივე ინსტანცია მოიგეს და რომლებიც კულტურის ცენტრიდან უკანონოდ დაითხოვეს. ცხადია კულტურის ცენტრის დირექტორი მსგავს გადაწყვეტილებებს დამოუკიდებელად ვერ მიიღებდა და იგი მერის დავალებით იმოქმედებდა. შესაბამისად ის თანხები რომელიც ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით წავა, სრულიად ლანჩხუთის მერის პირდაპირი პასუხისმგებლობაა. უფრო სწორედ მისი უპასუხისმგებლობა!"- წერს ასკურავა.

'.$TEXT['print'].'