ოზურგეთში ენერგოეფექტურობის თემაზე საჯარო მოხელეებისათვის ტრენინგი ჩატარდა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში ენერგოეფექტურობის თემაზე საჯარო მოხელეებისათვის ტრენინგი ჩატარდა

პროექტის „ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პოლიტიკა საქართველოში“ ფარგლებში, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისათვის ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგს „ენერგოეფექტურობის ცენტრის“ წარმომადგენელი ელენე გვილავა უძღვებოდა.

შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება ენერგოეფექტური პროექტების ინიცირებისა და განხორციელების მიმართულებით.

ტრენინგზე განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობაზე, ენერგოეფექტურობის გაზრდაზე, გარემოს დაცვაზე, ეროვნულ ვალდებულებებზე ისაუბრეს.

პროგრამა - „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით - კლიმატის ცვლილებებისა და ენერგეტიკისთვის,“ რომლის ხელმომწერიც არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით და მისი მიზანია ხელმომწერმა მუნიციპალიტეტებმა 2030 წლისათვის მინიმუმ 30%-ით შეამცირონ CO 2 -ის და სხვა სათბური აირების ემისია საკუთარი ტერიტორიებიდან ენერგოეფექტურობისა და ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების საშუალებებით.

'.$TEXT['print'].'