"გურიამ“ ზედიზედ მეორედ, სტუმრად კი პირველად მოიგო
ავტორი: გურიის მოამბე
"გურიამ“ ზედიზედ მეორედ, სტუმრად კი პირველად მოიგო

„გურიამ“ ხობში ადგილობრივი „კოლხეთი“ ერეკლე კილაძისა და ემანუელ იაგრის გოლებით 2:1 დაამარცხა.  საინტერესოა, რომ საპასუხო გოლი ექს-გურულმა, გიორგი ჭედიამ გაიტანა.

ამ მოგებით ჩვენმა გუნდმა სახიფათო ზონას თავი დააღწია. მეტიც, „გურიას“ 1 ქულა აშორებს პლეი ოფის ზონასთან, რაც ზედა ლიგაში დაწინაურების შანსს იძლევა.

13/09 ხობი. კოლხეთი 1:2 გურია

0:1 კილაძე (3. პენ), 0:2 იაგრი (11), 1:2 ჭედია (46)

გურია: ნასყიდაშვილი, გაბიტაშვილი (59. ქავთარაძე), ბერიძე, ხაჭაპურიძე, კილაძე, ს. კახიძე (33. გუჯაბიძე), ავალიანი, ჯიმშელეიშვილი (46. ბ. კახიძე), ლომთაძე, ს. ბახია, იაგრი

მორიგ მატჩს, „გურია“ 21 სექტემბერს, „გორთან“ ლანჩხუთში გამართავს.

'.$TEXT['print'].'