ოზურგეთში ქალაქის ტერიტორიაზე კორონავირუსი ოჯახს დაუდასტურდა- მათშორის 1 წლის ბავშვია
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში ქალაქის ტერიტორიაზე კორონავირუსი ოჯახს დაუდასტურდა- მათშორის 1 წლის ბავშვია
ოზურგეთში, ქალაქის ტერიტორიაზე კორონავირუსი ერთი ოჯხის სამ წევრს დაიდასტურდა. 
დედა, მამა და ერთ წლამდე ბავშვი, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ეს ინფორმაცია "გურიის მოამბეს" დაავადებათა კონტროლის გურიის რეგიონის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ დაუდასტურა.

"გიდასტურებთ ამ ინფორმაციას, არის ასეთი ოჯახი ქალაქის ტერიტორიაზე. ერთი წლის ბავშვს და მის მშობლებს დაუდასტურდათ კორონავირუსი, ასევე მეორე 3 წლის ბავშვსაც უფიქსირდება სიცხე და მასაც ქუთაისში გადაიყვანენ. ოჯახის დაინფიცირება, ბათუმში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება."- განაცხადაა ჩვენთან საუბრისას მჟავიამ.
ბოლო მონაცემებით, გურიიის რეგიონში კორონავირუსის 28 შემთხვევაა დადასტურებული.
'.$TEXT['print'].'