გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, მამაკაცმა მეუღლე მოკლა.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა ქალს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა. დასახმარებლად შესული მეზობელი მამაკაცი კი დაჭრა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
კახეთის პოლიციამ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონიძიებები.