ცუდი და კარგი რომ ყველგან არის, ვიცით.
ნიუ-იორკში რომ მეტი მკვლელობა ხდება ვიდრე მთელ საქართველოში, ისიც.
და საერთოდ მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილში ისეთი ცუდი რაღაცეებიც ხდება, რაც შეიძლება ჩვენთან არც ხდებოდეს,
მაგრამ მსოფლიოს ამ ცივილიზებულ ნაწილში არსად ხელისუფლება არ მფარველობს ათასობით ქსენოფობს, ჰომოფობს, ფაშისტს, კრიმინალს და ობსკურანტს, და, მით უმეტეს, არ ჰყავს ისინი მობილიზებული თავის პოლიტიკურ აქტივში.
და ამ ხალხს რომ მწვანე გზას მისცემ, ცხადია ეს არის პირდაპირი წახალისება ქსენოფობიის, ჰომოფობიის, ფაშიზმის და ობსკურანტიზმის ნიადაგზე ჩადენილი ბოროტმოქმედებების.
ეს პროცესი დღეს უკვე აშკარად გამოსულია კონტროლიდან და ვერც მისი გაკონტროლების სურვილს ვხედავთ სახელმწიფოს მხრიდან. პირიქით, ყველა ხელისუფალი ეჯიბრება ერთმანეთს ზიზღის ფრქვევასა და ვირულ საქციელში, რაც კიდევ უფრო ზრდის აგრესიულ განწყობებს ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში.
მე არ ვიცი ამას რა ეშველება, მაგრამ სანამ ეს ხელისუფლებაა, მანამდე რომ არაფერი ეშველება, ნამდვილად ვიცი.
ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია კარს მომდგარ არჩევნებში ამ სრულიად გაკოტრებული და საშიშ ზღვარამდე მისული ხელისუფლების დამარცხება. ვერ ვიტყვი, რომ ამის შემდეგ კარგი და ლამაზი ცხოვრება დადგება, მაგრამ ამის გარეშე რომ არაფერი ხეირიანი არ დადგება, ამას ნამდვილად ვიტყვი, თან სრული პასუხისმგებლობით-წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ყოფილი პარლამენტარი დავით ზურაბიშვილი,