ჟურნალისტი ბონძო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მოტივით დაგეგმილ აქციებს გამოეხმაურა.
„ჟურნალისტის ხმა მომესმა ტელევეზორიდან:
მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართებაო!
ნიუჟელი მოსკოვშიც?! “ , – წერს მძინარაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოსა და მსოფლიოს დიდ ქალაქებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენასთან დაკავშირებით აქციებია დაანონსებული.