”ჩემი ტელეფონი ისმინება, ჩემს ოჯახის წევს მიაკითხეს გუშინ და უთხრეს, რომ არ წავიდე აქციაზეო” – ვისზე წერს კახა ასკურავა

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს:

”გუშინ, საქართველოში ცნობილ ერთ-ერთ ლანჩხუთელს,რომელსაც პოლიტიკასთან არაფერი აკავშირებს, დავურეკე და ვთხოვე დღეს მოსულიყო შეკვეთილში(მის ვინაობას მისივე უსაფრთხოების გამო არ დავასახელებ საჯაროდ), რადგან ეს აქცია, ამ შემთხვევაში არის სრულიად ზეპარტიული და ერთადერთი მოთხოვნაა, გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე.

ეს ადამინი მეუბნება,რომ ჩემი დარეკვაც კი არ იყო საჭირო, მე ისედაც ვაპირებდი მოსვლასო.

დღეს მირეკავს და მეუბნება, რომ ჩემი ტელეფონი ისმინება, ჩემს ოჯახის წევს მიაკითხეს გუშინ და უთხრეს რომ არ წავიდე აქციაზეო.  მიუხედავად ამისა,არ გადაუფიქრებია, მაინც აპირებს მოვიდეს -მსმენელო.. ამ დონეზე “მუშაობენ ბიჭები” ” – წერს ასკურავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share