სააკაშვილი სოლიდარობის აქციის მონაწილეებს მადლობას “ვივა-მედის” პალატიდან უთვლის

სოლიდარობის აქციებს მიხეილ სააკაშვილი “ვივა-მედის” პალატიდან ეხმაურება. პატიმარი პრეზიდენტი მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის.

ცოტა ხნის წინ დატოვა კლინიკა გიული ალსანიამ. მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოსა და უცხოეთში მიმდინარე აქციებს ტელევიზორში უყურებს, მისი მდგომარეობა კი კვლავ მძიმეა.

პრეზიდენტი ახლა სასამართლოსა და ექიმების გადაწყვეტილებას ელოდება. სწორედ ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული მისცემენ თუ არა უფლებას მიხეილ სააკაშვილს დატოვოს პალატა და საკუთარ სასამართლო პროცესებს დაესწროს.

პრეზიდენტის ადვოკატი კი რატი ბრეგაძის უწყების მიმართ ახალ დავას იწყებს. სარჩელი პენტინციური სამსახურის  ჯანდაცვის  დეპარტამენტის უფროისის წინააღმდეგ მზადდება. იურისტები გიორგი ურთმელიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share