დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მეორე ტალღა, რომელიც უკვე დაწყებულია, ძლიერია რიცხობრივად, მაგრამ მსუბუქია სიმძიმის თვალსაზრისით.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მსუბუქია და ასიმპტომური პაციენტების რიცხვი 36 პროცენტია.
მისივე თქმით, აღნიშნული ტიპის პაციენტები უნდა დარჩნენ სახლში თვითიზოლაციაში, ან გადავიდნენ კოვიდსასტუმროებში.
„მოკლედ, რომ შევაჯამო სტატისტიკური მონაცემები მთლიანადაც და ჩვენს ქვეყანაში, თანდათან უფრო იძაბება ეპიდსიტუაცია და ეს მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე, მეორე ტალღა უკვე დაწყებულია, რომელიც უფრო ძლიერი რიცხობრივი თვალსაზრისით, მაგრამ მსუბუქი სიმძიმის თვალსაზრისით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.