უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი, ანდრეი ჩერნიაკი აცხადებს, რომ 15 იანვრიდან რუსეთმა შესაძლოა მობილიზაციის ახალი ტალღა გამოაცხადოს. მისი თქმით, რუსეთს შეუძლია დამატებით ნახევარ მილიონამდე ადამიანი გაიწვიოს ჯარში. როგორც ჩერნიაკი ამბობს, ამჯერად, განსხვავებით პირველი „ნაწილობრივი“ მობილიზაციისგან, რომელიც პრაქტიკულად არ შეეხო მოსკოვს, პეტერბურგს და სხვა დიდ ქალაქებს, ასეთი „შერჩევითი“ მიდგომა აღარ იქნება.