უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში ;იზა ქისტაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
“არ მინდოდა ქრისტეშობას ამაზე დამეწერა მაგრამ ისევ ორად გაიყო საზოგადოება ..
ჩვენი დაღუპული თანამემამულის უმრავლესობისგან განსხვავებულის, მაგრამ ეგეთად დაბადებულის, სიკვდილმა გამოიწვია ეს.. ზოგმა მისი სიკვდილი მეომრების, ჯარისკაცების სიკვდილს შეადარა და საზოგადოების მეორე ნაწილს მიმართა, რომ ამაზე ამდენი ვიშვიში არ ღირს. მეორე ნაწილმაც დაახლოებით იგივეთი უპასუხა, რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა, როგორი დანაწევრებულები ვართ. საერთო ორიენტირები თითქმის აღარ დაგვრჩა. გლოვაც კი სხვადასხვანაირი გვაქვს. ეს არის დაღუპვისკენ მიმავალი პირდაპირი გზა, ამიტომ განვმარტავ..
სიკვდილი, ვინც არ უნდა იყო, არის დანაკარგი სამყაროსთვის და დანაკარგიც ჩვენთვის, თუ იგი მოღალატე არ არის და პირდაპირ არ თანამშრომლობს მტერთან, რომელიც განადგურებას გვიქადის.. განსხვავებულობა არ უნდა გახდეს ვინმეს ჩაგვრის საბაბი, მით უფრო მოკვდინების. მეომრები ზუსტად იმისთვის იბრძვიან, რომ უკან დარჩენილ სუსტებს, ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს და საერთოდ ყველას, სიცოცხლის და ისე ცხოვრების უფლება ჰქონდეს, როგორც მას უნდა მის პატარა სამყაროში.. მე დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნის მეომრები საკუთარი სიკვდილით თუ სიცოცხლით ააშენებენ და უპატრონებენ ისეთ ქვეყანას, სადაც ყველა ბედნიერი იქნება. ეს იქნება დამერწმუნეთ და მეომრები დაიბრუნებენ კუთვნილ ადგილს..
ოღონდ ახლაც და შემდეგაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ ქრისტეს მეომრები ვართ…
როგორც ყოველთვის ვცოცხლობთ – საქართველოსთვის ვიბრძვით – საქართველოსთვის ვკვდებით – რომ იცოცხლოს საქართველომ”.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: